პუტინი ყველაფერს აკეთებს ომის გასაჭიანურებლად - ზელენსკი

29 იანვარი 2025, 14:05 169 ნახვა

პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ადგილობრივ მედიასთან გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკის არალეგიტიმური უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია. მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილების გაგრძელების უფლება საომარი მდგომარეობის დროსაც არ აქვს და აღნიშნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში საქმე დოკუმენტებზე ხელმოწერას ეხება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში