შეღავათები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას

29 იანვარი 2025, 15:18 371 ნახვა

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ემ-2-ი კატეგორიის მუნიციპალური მიკრო-ავტობუსები გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარებისთვის უფასო იქნება.  ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი 14-ი მოწყვლადი ჯგუფია, მათ შორის,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, მარტოხელა დედები,  0-დან 70 ათასამდე სოციალური ქულის მქონე პირები და სხვა. ისინი  ემ-3-ი კატეგორიის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ აქამდეც მგზავრობდნენ.

ტრანსპორტის საფასურის მერიისგან სუბსიდირება ახლა უკვე ახალ მიკროავტობუსებზე მოხდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში