მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - ნორვეგიის საგარეო უწყება

29 იანვარი 2025, 15:56 113 ნახვა

მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე, მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.

ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია.

„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია. მოვუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში