გაფიცული სტუდენტები ხელოვნების უნივერსიტეტში

29 იანვარი 2025, 18:01 178 ნახვა

ხელოვნების უნივერსიტეტის 80 მდე სტუდენტის გაფიცვა გრძელდება. ისინი ანრი კაკაბაძის , აქციებზე დაკავებული პირებისა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც ცნობილია მოსამართლემ გუშინ პატიმრობაში დატოვა ანრი კაკაბაძე, ხოლო დეკანი და 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გაფიცული სტუდენტების ინფორმაციით, მათ უკვე შეხვდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატი მამუკა ალაფიშვილი.
გაფიცულებმა მას მოთხოვნები და უნივერსიტეტში არსებული ვითარება გააცნეს. სასწავლებლის სტუდენტთა ნაწილი მე-15 დღეა გაფიცულია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში