ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დღეს აირჩევენ. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს მამუკა ალაფიშვილს სურს. მასთან გასაუბრება 14 საათზეა დაგეგმილი.
თავიდან ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ერთ-ერთმა კანდიდატმა სოფიო თავაძემ გუშინ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა. მას დამატებითი განმარტებები მედიასთან არ გაუკეთებია.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს სასწავლებლის აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს. საბჭო 5 წევრიანია. ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც ფარულია. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 6 თვის ვადით ირჩევენ.