ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპი დასრულდა

30 იანვარი 2025, 09:01 120 ნახვა

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპი და ცნობილი გახდა გუნდები, რომლებიც მერვედფინალსა და პლეი ოფში ითამაშებენ.

მერვედფინალში პირდაპირ გავიდნენ – ლივერპული, ბარსელონა, არსენალი, ინტერი, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ლილი, ასტონ ვილა. პლეი ოფში ითამაშებენ – ატალანტა, დორტმუნდი, რეალი, ბაიერნი, მილანი, ეინდჰოვენი, პსჟ, ბენფიკა, მონაკო, ბრესტი, ფეიენოორდი, იუვენტუსი, სელტიკი, მანჩესტერ სიტი, სპორტინგი, ბრიუგე.

31 იანვარს გაიმართება მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის წილისყრა. მერვედფინალის, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალების წილისყრა 21 თებერვალს ჩატარდება. ვინაიდან „პარი სენ-ჟერმენმა“, შეძლო პლეი-ოფში გასვლა, ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიაც ითამაშებს. პარიზელთა მეტოქე პლეი-ოფში ან „ბრესტი“, ან „მონაკო“ იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ირაკლი აზაროვის „შახტარი“, გურამ კაშიას „სლოვანი“ და ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში