სირიის დაჯგუფების „ჰაიათ თახრირ-აშ-შამის“ ლიდერი სირიის პრეზიდენტად გამოაცხადეს. ის ქვეყნის ლიდერი გარდამავალ ეტაპზე იქნება. აშ-შარაას თქმით, გარდამავალი პერიოდის შემდეგ სირიაში არჩევნები ჩატარდება და მუდმივი მთავრობა ჩამოყალიბდება.
რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გარდამავალი პერიოდი, აშ-შარაას არ დაუკონკრეტებია.
სირიის ახალი ლიდერი დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე იმოქმედებს.
„ჰაიათ თახრირ აშ-შამმა“ სირიაში ძალაუფლება 7 დეკემბერს ჩაიგდო ხელში. ქვეყნის წინა ლიდერმა ბაშარ ასადმა სირია დატოვა და რუსეთში თავშესაფარი მიიღო.