საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახების გამო, საქართველოს სახელით, ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
ირაკლი კობახიძე ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ღრმად დამწუხრებული ვარ, ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთა ოჯახებთანაა. საქართველოს სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ამერიკელ ხალხს“, - წერს პრემიერ-მინისტრი.