აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ ომი უკრაინაში მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხრიდან დათმობებს გულისხმობს.
მარკო რუბიო აღნიშნავს, რო, ომის დასრულებას დრო სჭირდება. კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ. აქვე დაამატა, რომ ამ ომში ორივე მხარე მძიმე საფასურს იხდის და როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან ომის დასრულებით.