''ვიხსენებთ ბალანჩინს''

25 აპრილი 2017, 00:00 1879 ნახვა

ვიხსენებთ ბალანჩინს" - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში თანამედროვეობის უდიდესი ქორეოგრაფისა და ბალეტმაისტერის შემოქმედების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმი ოლიკო ჟღენტმა 2011 წელს გადაიღო.

ეროვნებით ქართველი ჯორჯ ბალანჩინი  თავდაპირველად სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ, ერთაქტიან ბალეტს დგამდა.   ბალანჩინის ხელოვნებამ ქორეოგრაფიის ახალი მიმართულებების ფორმირებას შეუწყო ხელი. „ნიუ-იორკ სიტი ბალე“,  მისი ხელმძღვანელობით, საგასტროლოდ ორჯერ იყო  საბჭოთა კავშირში,   სპექტაკლები ბალეტმაისტერმა თბილისშიც დადგა. ოლიკო ჟღენტის ფილმის ჩვენება საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურათიერთობის 25წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა.

ამავე კატეგორიაში