ადვოკატების სოლიდარობის აქცია

31 იანვარი 2025, 14:01 229 ნახვა

ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ადვოკატებმა აქცია გამართეს. მათ მედია მენეჯერის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

უფლებადამცველების თქმით, მომხდარი ფაქტი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და საქმის წარმოება სისხლის სამართლის მიმართულებით არ უნდა დაწყებულიყო.

მათი მოთხოვნაა, რომ  მზია ამაღლობელის პატიმრობა  ნებისმიერი სხვა ფორმით შეიცვალოს, ასევე გაეწიოს ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში