სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

31 იანვარი 2025, 16:08 76 ნახვა

სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართულ ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ქვეყანაში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

სლოვაკეთის შს მინისტრის, მატუს შუტაი ეშტოკის განცხადებით, სლოვაკეთში შესვლა კიდევ 10 პირს აეკრძალა, მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში