პრემიერ-მინისტრმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამზადისთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

31 იანვარი 2025, 17:25 110 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „ბაკურიანი 2025-ის“ სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო მზადყოფნის შესახებ ანგარიში მოისმინა.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ფესტივალის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მზად არის და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დასრულებულია. კერძოდ, უკვე გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა თბილისში და დღესვე გაიხსნება ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასა ბაკურიანში.

ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები საქართველოს 4 თებერვალს ეწვევიან, 6 თებერვლიდან კი დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში.

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - "ბაკურიანი 2025"-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში