დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას განიხილავს. გავრცელებული ცნობით, USAID-ის თემაზე დისკუსიებს „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ მიმდინარე კვირაში უმასპინძლა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.
სააგენტო „როიტერის“ განცხადებით, რომელსაც წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, თეთრი სახლი იკვლევს იურიდიულ უფლებამოსილებებს, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეიძლება აღმასრულებელი ბრძანება გამოიყენოს USAID-ის დამოუკიდებლობის დასასრულებლად. სააგენტო ასევე წერს, რომ გაურკვეველია აქვს თუ არა ტრამპს მსგავსი ბრძანების გაცემის და კონგრესის გვერდის ავლის უფლებამოსილება.