ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა

01 თებერვალი 2025, 11:59 118 ნახვა

აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 4 წევრი, პაციენტი ბავშვი და დედა. ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა მათგანი მექსიკის მოქალაქე იყო. გავრცელებული ცნობით, პაციენტი ფილადელფიაში მკურნალობის შემდეგ მექსიკაში ბრუნდებოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში