6 თებერვლიდან საქართველო ზამთრის სპორტული სახეობების ეპიცენტრი გახდება. ათასი სპორტსმენი მსოფლიო 45 ქვეყნიდან თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ერთმანეთს პირველობისთვის შეეჯიბრება. მთავრობის მეთაური ახალ, სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო ბაკურიანში და 3.5 კმ-იანი ტრასა გახსნა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მომზადებული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებით მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია. პრემიერის შეფასებით, ახალი ინფრასტრუქტურა გააჩენს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ზამთრის სპორტის სახეობები და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში მეტ წარმატებას მიაღწიონ.