ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება

01 თებერვალი 2025, 12:00 112 ნახვა

აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 194 ოჯახს 1 მილიონ 704 609 ლარით დაეხმარება.  საკითხთან დაკავშირებით, სტიქიით მიყენებული  ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც მინისტრი, ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. კომისიის რეკომენდაცია ხელმოსაწერად უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.
ფინანსურ დახმარებას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ. გასულ წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 654 ოჯახის დასახმარებლად 4 475 768 ლარი გამოიყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში