ხმაური იყო გუშინ ღამით აჭარის მთავრობის სახლთან მიმდებარე აქციაზე. მომიტინგეებმა ქვეითთა გადასასვლელზე მსვლელობა მოაწყვეს, პოლიცია კი მათ გზის გათავისუფლებას სთხოვდა, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა. 65 დღეა აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებს და ქვეყნის პროდასავლური კურსის შენარჩუნებას ითხოვენ. საპროტესტო აქციები ბათუმში უწყვეტად მიმდინარეობს.