დონალდ ტრამპის განცხადება

01 თებერვალი 2025, 11:37 128 ნახვა

დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. პრეზიდენტის თქმით, რუს კოლეგასთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას გამართავს.
აღნიშნავს, რომ საუბარი იქნება მნიშვნელოვანი. ტრამპმა დაამატა, რომ სურს ამ ომის დასრულება და ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, შტატების პრეზიდენტს არ უთქვამს, ვინ იყო მისი ადმინისტრაციიდან რუსებთან კონტაქტში, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ორივე მხარე აღნიშნულზე „უკვე საუბრობს“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში