დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს 4 თებერვალს შეხვდება

01 თებერვალი 2025, 14:52 109 ნახვა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს 4 თებერვალს შეხვდება. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლივიტი ავრცელებს. ლივიტის თქმით, ნეთანიაჰუ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტრამპთან შეხვედრის მიზნით თეთრ სახლში ჩავა. აღნიშნულ ინფორმაციას ასევე ადასტურებს პრემიერის ოფისიც. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც მიიღო მიწვევა თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციიდან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში