რუსმა ოკუპანტებმა პოლტავა და ხარკოვი დაბომბეს - დაღუპულია ხუთი ადამიანი

01 თებერვალი 2025, 15:52 67 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები – პოლტავა და ხარკოვი დაბომბეს. შეტევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

პოლტავაში რუსული თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი შენობა გახდა. დაბომბვის შედეგად პოლტავაში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 13 ადამიანი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაზიანდა მომიჯნავე სახლებიც.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვმა ინფორმაციით კი, ხოლოდნოგორსკის რაიონში „შაჰედის” ტიპის უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი. თავდასხმას ერთი ქალი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში