კაცი, რომელმაც თვთდაზიანება მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა - ჯანდაცვის სამინისტრო

02 თებერვალი 2025, 11:43 219 ნახვა

კაცი, რომელმაც 27 იანვარს თვითდაზიანება მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

„44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, ხუთი დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – ნათქამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში