პროტესტი სერბეთში

02 თებერვალი 2025, 11:59 106 ნახვა

საპროტესტო ტალღა სერბეთში არ წყდება, აქციის დროს დემონსტრანტებმა სამი ხიდი გადაკეტეს. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო მდინარე დუნაიზე ორი ხიდი და ასევე თავისუფლების ხიდზე 2 თებერვლამდე დარჩენა გადაწყვიტეს. საპროტესტო აქციები ქვეყანაში მას შემდეგ იმართება, რაც რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა და 15 ადამიანი დაიღუპა, მომხდარზე ამ დროისთვის 13 პირს ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა მომიტინგეები და ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს პრეზიდენტის მთავრობაში კორუფციასა და არასათანადო მართვას უკავშირებენ.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას საპროტესტო გამოსვლების ფონზე უკვე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი. მანამდე კი რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო თანამდებობა დატოვა ორმა მინისტრმა – მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის, ასევე ვაჭრობის სამინისტროების ხელმძღვანელებმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში