უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის შესახებ რაიმე სახის კომუნიკაცია აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის ჩართულობის გარეშე, სახიფათოა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს არ სურს მონაწილეობა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ან განიხილოს რაიმე დათმობა, რომელსაც კრემლი განმარტავს, როგორც დანაკარგს იმ დროს, როდესაც მის ძალებს უპირატესობა აქვთ ბრძოლის ველზე.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, შეუძლია ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სისტემების მიმართ სანქციებით და უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერით. დაამატა, რომ ამ ომის დასრულება ყველაზე მეტად უკრაინელებს უნდათ, რადან ომი და მსხვერპლი უკრაინისაა.