ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

03 თებერვალი 2025, 10:03 141 ნახვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა რომ, სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ჩოქური წიხლს ურტყამდა. ოპოზიციონერმა  პოლიტიკოსმა თქვა რომ მას შესაბამისი კადრების გასაჯაროება შეუძლია. ამასთან, მელიას შეფასებით  პოლიცია  მისდამი განსაკუთრებული აგრესიით იყო განწყობილი.

გავრცელებული ინფორმაციით ნიკა მელია და გიგი უგულავა აქციაზე მსვლელობისას დააკავეს, ნიკა მელია მალევე გაათავისუფლეს. იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში