პანამაში ტრამპისა და რუბიოს გამოსახულებებით ბანერები დაწვეს

03 თებერვალი 2025, 10:18 123 ნახვა

პანამაში ადგილობრივები ქუჩებში გამოვიდნენ აშშ-ის მთავარი  დიპლომატის მარკო რუბიოს ვიზიტის გასაპროტესტებლად, რომელიც ტრამპის პანამის არხზე კონტროლის ხელახლა  დაწესების მუქარის ფონზე იმართება. მომიტინგეებმა დონალდ ტრამპისა და რუბიოს გამოსახულებებით ბანერები დაწვეს. 

„ტრამპი მესამე მსოფლიო ომისკენ ისწრაფვის“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და აღნიშნავენ, რომ ტრამპს სურს კანადის ანექსია, მექსიკაში შეჭრა, არხის მისაკუთრება,  გრენლანდიიდან დანიის გაძევება. მომიტინგეები ამბობენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბრძოლისთვის მზად არიან. 

ტრამპი პანამას ემუქრება  კონტროლის აღდგენით არხზე, რომელიც  შეერთებულმა შტატებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ააგო და პანამას 1999 წელს გადასცა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში