მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს 

03 თებერვალი 2025, 12:01 109 ნახვა

23-ე დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი. მედიამენეჯერი პროტესტის ნიშნად დაკავების დროიდან  მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საია-მ საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა,უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს  ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.

ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ითხოვს, თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების გადაცემასაც. როგორც ცნობილია, ბათუმის  აქციების მედროშედ ცნობილი მე-18 დღეა შიმშილობს.

საიას ინფორმაციით, ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას  რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს დღეს 14:00 საათზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო 7 თებერვალს განიხილავს, რომლებითაც გასაჩივრებულია აღნიშნული პირის დაკავება და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში