ილონ მასკი აცხადებს, რომ USAID-ი ბიოლოგიური იარაღის კვლევებს აფინანსებდა

03 თებერვალი 2025, 14:42 108 ნახვა

იცით თუ არა, რომ USAID-ი, თქვენი გადასახადებიდან დოლარების გამოყენებით, აფინანსებდა ბიოლოგიური იარაღის კვლევებს, მათ შორის COVID-19-ს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა? – დაწერა აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ „იქსში“.

ამასთან, მან გააზიარა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლის პოსტი, რომელშიც ის USAID-ს „აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფიქტიურ ორგანიზაციას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ სააგენტომ 53 მილიონი დოლარი გადარიცხა EcoHealth Alliance-ში, რომელმაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოიყენა ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიაში კორონავირუსების კვლევების მხარდასაჭერად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში