ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება

03 თებერვალი 2025, 18:04 148 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები უნივერსიტეტის ფოიეში 6 თებერვალს სპექტაკლს გამართავენ. მათ ცოტა ხნის წინ საჯარო განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში წერია, რომ სპექტაკლი სახელწოდებით - ,,მე" სტუდენტების შესახებ დოკუმენტურ ამბებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასახავს. ოც დღეზე მეტია, სტუდენტების ნაწილს დაკავებული აქვს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიე და პროტესტის ამ ფორმით ისინი საყოველთაო წინააღმდეგობას უერთდებიან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში