პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება

04 თებერვალი 2025, 09:53 139 ნახვა

მე-11 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნება. მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხება. ამის შემდეგ სიტყვით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოვა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იმოქმედებს. ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

დღეს რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში