სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ ისევ დამარცხდა 

04 თებერვალი 2025, 08:38 103 ნახვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო" "მემფის გრიზლისთან" 109:128 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა არასრულ ოთხ წუთში 9 ქულა დააგროვა. ამრიგად, "სან ანტონიო" 21 მოგებითა და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.

"ტეხასელები" მორიგ შეხვედრას 6 თებერვალს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში