გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ აუტსაიდერთან დამარცხდა 

04 თებერვალი 2025, 09:38 136 ნახვა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ფეროლს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

25-ე ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი ვალენსიელების განაცხადში იყო, მაგრამ სათადარიგოებში მოხვდა და თამაშში მხოლოდ მატჩის ბოლოს ჩაერთო. მატჩის ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ხოსე დორიომ გაიტანა.

ესპანეთის ლიგა 2-ში გამართული 25 ტურის შემდეგ „ლევანტე“ ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონას დაშორდა  და 42 ქულით მე-7 ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში