საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის.
რამაზ სვანაძის გუნდი, 17-დან, 25 მარტის ჩათვლით ანტალიაში მოემზადება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ პირველი მეტოქე ფინეთი იქნება, მეორე მეტოქის ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში,17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.