იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება

04 თებერვალი 2025, 13:38 139 ნახვა

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო 2000-2001 და 2005-2013 წლებში, დღეიდან  ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნის კოალიციური მთავრობა დაიშალა ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გამო.

სტოლტენბერგი ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნატო-ს. იგი ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობებით.

სტოლტენბერგის ხელმძღვანელობის დროს შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდნენ სამხედრო ალიანსში, რაც მოხდა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში