„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი ნათია ლევერაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც ლევერაშვილი ყვება, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს პანდუსიდან.
ამასთან, NEWS.On.ge-ს ინფორმაციით, ამავე აქციაზე პოლიცია თავს დაესხა გამოცემის მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.
დღეს, სხვადასხვა მედიის ჟურნალისტები და რედაქტორები პარლამენტთან დაკავებული მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.