აქცია პარლამენტთან

04 თებერვალი 2025, 19:57 92 ნახვა

ორი პირის დაკავებით დასრულდა აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან. სხვადასხვა მედიის ჟურნალისტები და რედაქტორები დღეს პარლამენტთან დაკავებული მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
იყო ხმაური და დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რა დროსაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.
„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. NEWS.On.ge-ს ინფორმაციით კი , ამავე აქციაზე პოლიცია თავს დაესხა გამოცემის მთავარ რედაქტორს რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში