პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აიღებს კონტროლს ღაზის სექტორზე მას შემდეგ, რაც პალესტინელები სხვაგან გადასახლდებიან და განავითარებს მას ეკონომიკურად. ტრამპმა თავისი მოულოდნელი გეგმის შესახებ, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
განცხადება მოჰყვა ტრამპის შოკისმომგვრელ წინადადებას ღაზიდან მეზობელ ქვეყნებში პალესტინელების მუდმივი განსახლების შესახებ.
ტრამპის თქმით, აშშ პასუხისმგებელი იქნება ადგილზე არსებული ყველა საშიში აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის დემონტაჟზე, განავითარებს ეკონომიკურად, უზრუნველყოფს შეუზღუდავი რაოდენობის სამუშაო ადგილებს და საცხოვრებელს ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის. ტრამპის თქმით, ღაზის სექტორი "ახლო აღმოსავლეთის რივიერა" გახდება.