საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. საკვალიფიკაციოს ბოლო ეტაპზე ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ორ მატჩს გამართავს – 21 თებერვალს თბილისში დანიასთან და 24 თებერვალს ბელგრადში, სერბეთთან.
დანიის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საგზურს მოიპოვებს და კონტინენტის მთავარ საკალათბურთო ფორუმზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი 17 თებერვალს იმ 14 კალათბურთელს დაასახელებს, რომელთაგანაც დანიასთან და სერბეთთან მატჩების შემადგენლობები დაკომპლექტება.
დანიასთან მატჩი თბილისი არენაზე 21 თებერვალს, 20:50 საათზე გაიმართება, 22 თებერვალს საქართველოს ნაკრები ბელგრადში ჩარტერული რეისით გაემგზავრება, სადაც 24 თებერვალს სერბეთის ნაკრებთან ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს გამართავს.