ჰამასი ეწინააღმდეგება ღაზის სექტორთან დაკავშირებით ტრამპის გეგმას 

05 თებერვალი 2025, 13:32 150 ნახვა

პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი გმობს აშშ-ის  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ომის შედეგად განადგურებული ღაზის შეერთებული შტატების კონტროლქვეშ გადასვლისა და მისი მოსახლეობის გადასახლების შესახებ.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაიკავებს ღაზის  სექტორს და იქ  „ახლო აღმოსავლეთის რივიერას“ შექმნის მას შემდეგ, რაც პალესტინელები მეზობელ ქვეყნებში გადასახლდებიან.  

ჰამასმა  ვაშინგტონს მოუწოდა უარი თქვას ტრამპის განცხადებაზე  და რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა მტკიცე პოზიცია დააფიქსირონ პალესტინელი ხალხის ეროვნული უფლებების დასაცავად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში