თურქეთის 20-ზე მეტ პროვინციაში ანტიტერორისტული რეიდები ჩატარდა

05 თებერვალი 2025, 14:01 144 ნახვა

თურქეთში ბოლო კვირის განმავლობაში ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდების შედეგად  ქვეყნის  21 პროვინციაში  ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოსთან კავშირში  ეჭვმიტანილი 164  ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ მედიაში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი  წერს.   

მინისტრის განცხადებით, დაკავებულები  თანამშრომლობდნენ ტერორისტულ ორგანიზაციასთან და აფინანსებდნენ მას.

რეიდების შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული პისტოლეტები, თოფები და უამრავი ციფრული მასალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში