მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედშია“ 

05 თებერვალი 2025, 15:05 108 ნახვა

დაკავებული მედიამენეჯერი, ონლაინ გამოცემა "ბათუმელების"  და " ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა ვივამედშია. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენ ხანს დატოვებენ კლინიკაში მზია ამაღლობელს, ამ ეტაპზე ექიმის ინფორმაციით, დღის წესრიგშია  სამედიცინო კვლევების ჩატარება.     

ჟურნალისტი  დღეს კლინიკაში ადვოკატმა მოინახულა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელის ინფორმაციით, „ბათუმელების“დამფუძნებლის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მოთხოვნაა, პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ.  

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, მზია ამაღლობელს საია-ს მიერ დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფი რამდენიმე დღეში ინახულებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში