მოსახლეობა “ენერგო პრო ჯორჯიას” უკანონობაში ადანაშაულებს

25 აპრილი 2017, 00:00 3481 ნახვა

დაცულია თუ არა მომხმარებლის უფლებები? ამჯერად ვსაუბრობთ, ელექტროენერგიის აბონენტებსა და ენერგო-კომპანიაზე. ის რომ კომპანიას მოქალაქეებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმებული არ აქვს, ეს დიდი ხანია ცნობილია, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ კომპანიის წარმომადგენლები მოქალაქეებს არ აფრთხილებენ, მაგალითად ისეთ დროს, როდესაც მრიცხველს უცვლიან. ათობით აბონენტს, ენერგო-პრო ჯორჯიამ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზით მრიცხველი გამოუცვალა, დარიცხულ თანხაში ეჭვი შეიტანა და განმეორებით კორექტირებული ქვითარი გაუგზავნა, რასაც მოქალაქეები აპროტესტებენ, რადგან ამბობენ, რომ გადასახადი ახალი მრიცხველით უფრო მეტი გამოვიდა, ვიდრე რეალურად მოიხმარენ. ამ მხრივ მიმართვიანობა გაზრდილია ენერგო-ომბუდსმენთანაც

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში