პრემიერ-მინისტრი მზია ამაღლობელზე

05 თებერვალი 2025, 18:45 130 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ჩაუტარდა კვლევები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია.
როგორც ამბობს, ის პირადად ფლობს ამის შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით ასევე, გაგრძელდება მასზე დაკვირვება მომავალშიც. ამაზე ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს ყველა პატიმარზე, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რაც კობახიძის განმარტებით, მათ წინა ხელისუფლებისგან განასხვავებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში