ბათუმის მერი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეზე

05 თებერვალი 2025, 18:48 118 ნახვა

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა სკოლის მოსწავლეებს ბესიკ კეკელიძის მოთხრობა „ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბავი“ წაუკითხა.
გარდა ამისა, საჯარო ბიბლიოთეკაში არაერთი აქტივობა გაიმართა. მათ შორის, სხვადასხვა ავტორის მოთხრობების საჯაროდ კითხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხოლო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის - ზღაპრის საჯაროდ კითხვა.
ასევე მოეწყო შეხვედრა მწერალ მზია სალვარიძესთან. წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში