ასობით მომიტინგე, მათ შორის ამერიკელი სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები შეიკრიბენენ აშშ-ის კაპიტოლიუმის წინ და გააპროტესტეს დონალდ ტრამპისა და მისი თანაშემწის ილონ მასკის პოლიტიკა. პროტესტი ძირითადად ფოკუსირებული იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - იუსაიდის საქმიანობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე.
აქციის მონაწილეები მოითხოვდენენ, რომ მასკმა თეთრი სახლის ადმინისტრაცია დატოვოს. ამერიკელი სენატორები მომიტინგეებს მოუწოდებდნენ გააგრძელონ იუსაიდის მხარდაჭერა. დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგსაპროტესტო აქცია ლოს-ანჯელესის მერიის წინაც გაიმართა. მომიტინგეები სკანდირებდნენ ანტიფაშისტურ ლოზუნგებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო დემონსტრაციები ტრამპისა და მისი პრეზიდენტობის პირველი ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ნიუ-იორკის მერიის პარკში შეკრებილმა მომიტინგეებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "ფაშისტი" უწოდეს, მის მრჩეველს ელონ მასკს კი "ძალაუფლებისგან მთვრალი".