იანვარი ყველაზე თბილი თვე იყო - ევროპელი მკვლევარები

06 თებერვალი 2025, 14:01 116 ნახვა

იანვარი მსოფლიოში რეკორდულად ყველაზე თბილი იყო - აცხადებენ  ევროპელი მკვლევარები. იანვარში გაგრძელდა უჩვეულო სიცხეების ტალღა. ბოლო 19 თვიდან 18-ში ცელსიუსით საშუალო გლობალური ტემპერატურის 1,5 გრადუსით მატება დაფიქსირდა - ნათქვამია ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის ყოველთვიურ ანგარიშში.

იანვრის გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,75 გრადუსით აღემატებოდა ინდუსტრიამდელ საშუალო ტემპერატურას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში