თურქეთში გამანადგურებელი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

06 თებერვალი 2025, 14:05 157 ნახვა

თურქეთის რამდენიმე ქალაქში მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელმაც ორი წლის წინ 50 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ასობით ადამიანი შეიკრიბა ჰატაის პროვინციის ქალაქებში.

მსვლელობის მონაწილეებმა ხელისუფლება დაუდევრობაში დაადანაშაულეს. 

ასობით ადამიანი გამოვიდა ქალაქ ადიამანის ქუჩებშიც, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა.  

თურქეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე  გამანადგურებელი მიწისძვრიდან ორი წლის შემდეგ, ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, ბევრი ჯერ კიდევ ცხოვრობს დროებით თავშესაფარში. 

2023 წლის 6 თებერვალს დამანგრეველმა მიწისძვრამ და შემდგომმა ბიძგებმა თურქეთის 11 პროვინცია და ჩრდილოეთ სირიის ნაწილი მიწასთან გაასწორა, დაიღუპა 55 ათასზე მეტი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში