მომდევნო 3 დღის განმავლობაში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი

26 აპრილი 2017, 00:00 4862 ნახვა

მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთის დაბლობში +25, +30, აღმოსავლეთის ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.

დღეს ტემპერატურა გათბება და ბათუმში თბილი ამინდი იქნება, თბილი ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, თუმცა იქნება მცირე მოღრუბლულობა (მზიანი ამინდი) უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10, დღისით +21°.

ხვალ გოდერძის უღელტეხილზე, ხულოსა და შუახევში პერიოდულად ღრუბლიანობა მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:  ღამით +4 დღისით +18°. 

 

ქედასა და ხელვაჩაურშიც იქნება ღრუბლიანობის მომატება, თუმცა აქაც უმეტესად უნალექოდ. ღამით +8 დღისით +18-22 გრადუსი სითბო.

ქობულეთში ჰაერის ტემპერატურა +20° გათბება, იქნება მზიანი ამინდი თუმცა მცირე მოღრუბლულობით

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში