ტენდერი ქობულეთში ახალი სკვერის მოწყობისთვის

08 თებერვალი 2025, 11:55 562 ნახვა

ქობულეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ ცარიელ ტერიტორიაზე ახალი სკვერის განაშენიანებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რისთვისაც აჭარის ავტონომიური რესპუიკის ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი გამოიყო.
ახალი სკვერი მდინარე კინკიშას გასწვრივ, სანაპირო ზოლში მოეწყობა, რომელიც ეგრეთწოდებულ ემტეესის დასახლებას წარმოადგენს. როგორც ადგილობრივები ამბობენ წლებია ტერიტორიის განაშენიანებას ითხოვდნენ, რისთვისაც არა ერთხელ მიმართეს თვითმმართველობას.
ქობულეთის მერის განცხადებით, ტერიტორია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის ერთნაირად მიმზიდველი გახდება. ასევე პროექტმა შესაბამისი ექსპერტიზა გაიარა, რომელსაც მდინარის ადიდების შემთხვევაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში