საცხოვრისით უზრუნველყოფის მოთხოვნა

08 თებერვალი 2025, 12:09 263 ნახვა

სოციალურად დაუცველი ტარიელ დიასამიძე საცხოვრისით უზრუნველყოფას ითხოვს. მოქალაქე ყვება, რომ 2004 წელს იური გაგარინის სახელობის ქუჩაზე მდებარე  სახლი ხანძრის შედეგად დაეწვა და მას შემდეგ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, ამავე ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურში უწევს. მისი თქმით, საცხოვრისით უზრუნველყოფის თხოვნით შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამასთან,  ამბობს, რომ ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციისთვის წლებია  იბრძვის. ამტკიცებს, რომ ტერიტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მამაპაპისეული საკუთრება იყო, აქვს საარქივო დოკუმენტებიც, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. მოქალაქე მხარდაჭერას შესაბამისი უწყებებიდან ითხოვს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში